რა დროს გამოიყენება ზინაცეფი?

ზინაცეფის გამოყენების ჩვენებებია: მოიცავს შემდეგს:  – რესპირატორული ტრაქტის ინფექციები, მაგ., მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, დაინფიცირებული ბრონქოექტაზია, ბაქტერიული პნევმონია, ფილტვის აბსცესი და პოსტოპერაციული გულმკერდის ინფექიცები.  – ყურის, ცხვირის და ყელის ინფექციები, მაგ. სინუსიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი და შუა ოტიტი.  – საშარდე გზების ინფექციები მაგ. მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი, ცისტიტი და ასიმპტომური ბაქტერიურია – რბილი ქსოვილების ინფექციები, მაგ. ცელულიტი, ერიზეპელა და ჭრილობის ინფექციები  – ძვლის და სახსრების ინფექციები, მაგ. ოსტეომიელიტი და სეპტიური ართრიტი  – ობსტრეტული და გინეკოლოგიური ინფექციები, მენის ანთებითი დაავადებები  – გონორეა განსაკუთრებით როდესაც პენიცილინის გამოყენება არ ხერხდება  – სხვა ინფექციები სეპტიცემიის, მენინგიტის და პერიტონიტის ჩათვლით  – პროფილაქტიკა აბდიმინალური, მენჯის, ორთოპედული, გულის, ფილტვის, საყლაპავის და ვასკულური ოპერაციებისას, როდესაც არსებობს ინფექციის გაზრდილ რისკი.  ჩვეულებრივ ზინაცეფი ეფექტურია მონოთერაპიის სახით, საჭიროებისას შეიძლება გამოიყენონ ამინოგლიკოზიდებთან კომბინაციაში ან მეტრონიდაზოლთან ერთად (ორალურად ან სანთლის ან ინექციის სახით), განსაკუთრებით ნაწლავის ან გინეკოლოგიური ოპერაციებისას.  საჭიროების შემთხვევაში ზინაცეფი ეფექტურია ზინატით ორალურ თერაპიამდე (ცეფუროქსიმ აქსეტილი) პნევმონიის და ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი