რა დროს გამოიყენება ზიტმაკი 500მგ?

ზიტმაკი 500მგ გამოყენების ჩვენებებია: ზიტმაკის შემოგარსული ტაბლეტები ნაჩვენებია აღნიშნული მიკროორგანიზმების მგრძნობიარე შტამებით გამოწვეული მსუბუქი და ზომიერი ინფექციების სამკურნალოდ ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ბაქტერიული გამწვავება, რომლის გამომწვევებია Haemophilus influenzae, Moraxella catarrhalis ან Streptoccus pneumoniae. მწვავე ბაქტერიული სინუსიტი: Haemophilus influenzae, Moraxella catarrhalis ან Streptoccus pneumoniae. შეძენილი პნევმონია:Chlamydia pneumoniae, Haemophilus influenzae, Mycoplasma pneumoniae ან Streptoccus pneumoniae. ფარინგიტი/ტონზილიტი, რომლის გამომწვევია Streptococcus pyogenes, როგორც პირველი რიგის თერაპიის ალტერნატივა. კანისა და კანის სტრუქტურის გაურთულებელი ინფექციები: Staphylococcus aureus Streptococcus pyogenes, ან Streptoccus agalactiae, Propionibacterium acne. ურეთრიტი და ცერვიციტი: Chlamydia trachomatis ან Neisseria gonorrhoeae. გენიტალური წყლულოვანი დაავადება: Haemophilus ducreyi (შანკროიდი).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი