რა დროს გამოიყენება თიმალინი?

თიმალინის გამოყენების ჩვენებებია: მოზარდებში და ბავშვებში იმუნოსტიმულატორის და ბიოსტიმულატორის სახით დაავადების კომპლექსურ მკურნალობაში, როცა ადგილი აქვს უჯრედული იმუნიტეტის დათრგუნვას: მწვავე და ქრონიკული ჩირქოვანი პროცესები და ანთებითი დაავადებები, დამწვრობები, ტროფიკული წყლულები და სხვა; ასევე, ონკოლოგიურ ავადმყოფებში  სხივური და ქიმიოთერაპიის შემდეგ და სხვა პთოლოგიური პროცესებისას როცა  იმუნიტეტი და სისხლწარმოქმნის ფუნქციაა დათრგუნული; პრეპარატი ასევე გამოიყენება საპროფილაქტიკოდ: ინფექციური გართულებების, იმუნიტეტის და სისხლწარმოქმნის დათრგუნვის, პოსტრავმატულ და ოპერაციის შემდგომ პერიოდში, სხივური და ქიმიოთრაპიის  ჩატარებისას ონკოლოგიურ ავადმყოფებში. არსებობს მონაცემები თიმალინის ეფექტურობაზე წითელი ქარით ინფიცირებისას კომპლექსურ თერაპიაში, ქრონიკული პიოლენეფრიტის დროს, ფილტვების ტუბერკულოზის და სხვა დაავადებებისას ჩატარებული  ქიმიოთრაპიის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი