რა დროს გამოიყენება ივაკარდი?

ივაკარდის გამოყენების ჩვენებებია: – ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის სიმპტომური მკურნალობა. ივაბრადინი გამოიყენება ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის სიმპტომური მკურნალობისთვის, ნორმალური სინუსური რიტმის და გულის შეკუმშვათა სიხშირე ≥70 წუთში მქონე მოზრდილებში. ივაბრადინი უნდა დაინიშნოს: • ბეტა-ადრენობლოკატორების აუტანლობის ან გამოყენებისადმი უკუჩვენებების არსებობის შემთხვევაში მოზრდილებში; • ბეტა-ადრენობლოკატორებთან კომბინაცისას, არასაკმარისი კონტროლის ქვეშ მყოფ პაციენტებში ბეტა-ადრენობლოკატორის ოპტიმალური დოზის ფონზე. – გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა. ივაბრადინი გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობისას (II-IV ფუნქციური კლასი NYHA კლასიფიკაციის მიხედვით) სისტოლური დისფუნქციის მქონე პაციენტებში,  სინუსური რიტმით და გულის შეკუმშვათა სიხშირით ≥75 წუთში, სტანდარტულ თერაპიასთან კომბინაციაში, რომელიც მოიცავს თერაპიას ბეტა-ადრენობლოკატორების გამოყენებით,  ან ბეტა-ადრენობლოკატორების გამოყენებისადმი უკუჩვენებების, აგრეთვე მათი აუტანლობის დროს..

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი