რა დროს გამოიყენება იოქსი?

იოქსის გამოყენების ჩვენებებია: პირის ღრუსა და ყელის დეზინფექცია ინფექციურ–ანთებითი დაავადებების დროს – ანგინა, ფარინგიტი, ტონზილოფარინგიტი, ტონზილიტი, გლოსიტი, აფტოზიტი. პირის ღრუსა და სასუნთქ გზებზე ქირურგიული ჩარევისას-ავადმყოფის ქირურგიული ჩარევისათვის მომზადებისას და ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ქიმიოთერაპიის დროს წარმოშობილი ორალური ინფექციების მკურნალობისას. სტრეპტოკოკული ინფექციებისას ანტიბიოტიკებთან ერთად გამოიყენება, როგორც დამხმარე საშუალება. გრიპოზული მდგომარეობებისას გამოიყენება პროდრომულ პერიოდში. პრეპარატის გამოყენება ასაკით შემოსაზღვრულია. პრეპარატი უკუნაჩვენებია ბავშვთა ასაკში 6 წლამდე, ხოლო სპრეი – 8 წლამდე. ბავშვებმა 6–დან 8 წლამდე პრეპარატი შეიძლება მიიღონ მხოლოდ უფროსის კონტროლით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი