რა დროს გამოიყენება იპიგრიქსი?

იპიგრიქსის გამოყენების ჩვენებებია: იპიდაკრინი გამოიყენება საინექციო ხსნარის სახით, ასევე ტაბლეტების სახით.  პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებები: ნეიროპათია, ნევრიტი, პოლინევრიტი,  მიელოპოლირადიკულონევრიტი, მიასთენია და მიასთენიური სინდრომი; გაფანტული სკლეროზი და ნერვული სისტემის მადემიელიზირებელი დაავადებების სხვა ფორმები (კომპლექსური თერაპია); ბულბარული დამბლა და პარეზი ცნს-ს ორგანული დაზიანებებისას, რომლებსაც თან ახლავს მოძრაობითი დარღვევები (აღდგენითი პერიოდი).  ცნს-ს ფუნქციური დარღვევები (მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის უნარის, მოტივაციის, ინიციატივის დაქვეითება, დეზორიენტაცია, ემოციური ლაბილურობა და სხვ.) სენილური დემენციის, ალცჰაიმერის დაავადების, ენცეფალოპათიის (ტრავმული, სისხლძარღვოვანი და სხვა გენეზის), ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის, ქალა-ტვინის ტრავმის, ბავშვებში ათვისების უნარის დარღვევები ცერებრული დისფუნქციის დროს.  სამშობიარო მოქმედების სისუსტე; ნაწლავის ატონია. ანტიქოლინერგიული სამკურნალო საშუალებებით ინტოქსიკაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი