რა დროს გამოიყენება კავინტონი?

კავინტონის გამოყენების ჩვენებებია: თერაპიული ჩვენებები ნევროლოგია: სხვადასხვა ფორმის ცერებროვასკულური პათოლოგიის სამკურნალოდ: თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის (ინსულტი) შემდგომი მდგომარეობა, ვერტებრობაზილარული უკმარისობა, სისხლძარღვოვანი დემენცია, ცერებრალური ათეროსკლეროზი, პოსტტრავმული და ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია. ხელს უწყობს ფსიქიკური და ნევროლოგიური სიმპტომატიკის შესუსტებას ცერებროვასკულური პათოლოგიისას.  ოფთალმოლოგია: ქორიოიდეის (თვალის სისხლძარღვოვანი გარსი) და ბადურის (მაგ. თრომბოზის, ბადურის ცენტრალური არტერიის ან ვენის ობსტრუქციის) ქრონიკული სისხლძარღვოვანი პათოლოგიის სამკურნალოდ. ოტოლარინგოლოგია: ხანდაზმულობითი სმენაჩლუნგობის სამკურნალოდ მწვავე სისხლძარღვოვანი პათოლოგიისას, ტოქსიკური (მედიკამენტური), ან სხვა წარმოშობის დაზიანებისას (იდიოპათიური, ხმაურის ზემოქმედებისას), მენიერის დაავადების და ყურებში ხმაურისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი