რა დროს გამოიყენება კავინტონ ფორტე?

კავინტონ ფორტეს გამოყენების ჩვენებებია: ნევროლოგია: თავის ტვინში ნევროლოგიური და ფსიქიური მოშლილობით მიმდინარე სისხლმიმოქცევის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა, ინსულტის შემდგომი მდგომარეობა, დისცირკულატორული ენცეფალოპათია, რომელსაც თან ახლავს მეხსიერების დაქვეითება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ცერებრული სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, სისხლძარღვოვანი დემენცია, ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა, პოსტტრავმული და ჰიპერტონული ენცეფალოპათია. ოფთალმოლოგია: თვალის სისხლძარღვოვანი გარსის და ბადურას ქრონიკული სისხლძარღვოვანი დაავადებები. ოტოლარინგოლოგია: პერცეპციული ტიპის სმენის დაქვეითება, მენიერის დაავადება, იდიოპათური შუილი ყურებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი