რა დროს გამოიყენება კაპეციტაბინ სანდოზი?

კაპეციტაბინ სანდოზის გამოყენების ჩვენებებია: კაპეციტაბინ სანდოზი® ნაჩვენებია: • მსხვილი ნაწლავის კიბოს III სტადიაზე (C სტადიაზე დიუკის მიხედვით) ოპერაციის შემდგომ პაციენტების ადიუვანტური თერაპიისთვის; • კოლორექტალური მეტასტაზური კიბოს მკურნალობისთვის; • კუჭის კიბოს გვიანი სტადიების პირველი ხაზის თერაპიისას პლატინის პრეპარატის საფუძველზე რეჟიმთან კომბინაციაში. კაპეციტაბინი დოცეტაქსელთან კომბინაციაში განკუთვნილია პაციენტების მკურნალობისთვის სარძევე ჯირკვლის ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური კიბოთი ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის მიერ ეფექტურობის დაკარგვის შემდეგ. თერაპიის წინმსწრები სქემები თავის თავში უნდა მოიცავდნენ ანტრაციკლინებს. კაპეციტაბინი აგრეთვე, ნაჩვენებია მონოთერაპიაში პაციენტების მკურნალობისთვის სარძევე ჯირკვლის ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური კიბოთი ტაქსანებით და ანტრაციკლინებით ქიმიოთერაპიის მიერ ეფექტურობის დაკარგვის შემდეგ, ან ისეთი პაციენტების მკურნალობა, რომელთათვისაც შემდგომი თერაპია ანტრაციკლინებით ნაჩვენები არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი