რა დროს გამოიყენება კაპტოპრილი+ჰქთ დენკი 50/25?

კაპტოპრილი+ჰქთ დენკი 50/25-ის გამოყენების ჩვენებებია: კაპტოპრილი: კაპტოპრილი ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ამცირებს არტერიულ წნევას პულსის სიხშირის კომპენსაციური გაზრდის გარეშე. კაპტოპრილის ჰემოდინამიკურ კვლევებში გამომჟღავნდა პერიფერიული არტერიული რეზისტენტობის მნიშვნელოვანი შემცირება. კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები თირკმელში სისხლის მიმოქცევის და გლომერულარული ფილტრაციის სიჩქარის მხრივ არ იქნა დაფიქსირებული. პაციენტთა უმეტესობაში ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ვლინდება კაპტოპრილის ორალური მიღებიდან 20-30 წთ-ს შემდეგ, ხოლო მაქსიმალური ეფექტი ჩვეულებრივ მიიღწევა 60-90 წთ-ს შემდეგ. კაპტოპრილის განსაზღვრული დოზის მაქსიმალური ეფექტი ჩვეულებრივ ვლინდებოდა 3-4 კვირის შემდეგ. რეკომენდირებული დღიური დოზის გამოყენებისას ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ასევე გრძელდება ხანგრძლივი თერაპიის დროსაც. კაპტოპრილის მიღების უეცარი შეწყვეტა არ იწვევს არტერიული წნევის სწრაფ და ჭარბ მომატებას (მოხსნის ეფექტი).  ჰიდროქლოროთიაზიდი: ჰიდროქლოროთიაზიდის ეფექტი (ელექტროლიტების და წყლის ექსკრეცია) ვლინდება 2 სთ-ის შემდეგ, მაქსიმუმს აღწევს 3-6 სთ-ის შემდეგ და გრძელდება 6-12 სთ. ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ყალიბდება 3-4 დღის შემდეგ და შეიძლება გაგრძელდეს თერაპიის დამთავრებიდან 1 კვირის განმავლობაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი