რა დროს გამოიყენება კარტანი?

კარტანის გამოყენების ჩვენებებია: ახალშობილთა ასფიქსია და სამშობიარო ტრავმები; ახალშობილთა ჰიპოტროფია და ჰიპოტონია; რესპირატორული დისტრეს სინდრომი ახალშობილებში, პარენტერალურ კვებაზე მყოფი დღენაკლი ბავშვები; ჰემოდიალიზზე მყოფი ბავშვები; სხეულის მასის დეფიციტი და ზრდაში შეფერხება ბავშვთა ასაკში და მოზარდებში 16 წლამდე; კარდიომიოპათია, მიოკარდიტი, გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია, პოსტინფარქტული მდგომარეობა); თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა; ნევრასთენია; ტრავმული ენცეფალოპათია; მიოპათია; ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა სპორტსმენებში; ანორექსია, ქრონიკული ჰიპოაციდური გასტრიტი, ქრონიკული პანკრეატიტი, ღვიძლის დაავადებები; პირველადი (გენეტიკური) და მეორადი კარნიტინის დეფიციტი, ჰემოდიალიზზე მყოფი თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე ავადმყოფები; თირეოტოქსიკოზის მსუბუქი ფორმა, სიმსუქნე; ფსორიაზი, სებორეა, სკლეროდერმიის კანის ფორმები; მამაკაცთა უშვილობა (ოლიგოსპერმია, აზოოსპერმია); სისტემური დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი