რა დროს გამოიყენება კენალოგი?

კენალოგის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატის სისტემური მოქმედების ფორმები (ტაბლეტები, კუნთისთვის საინექციო სუსპენზია) ენიშნებათ პაციენტებს შემდეგი დაავადებების დროს: თივის ცხელება: სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადება, მიმდინარე ობსტრუქციით, როცა ადგილობრივი თერაპია უეფექტოა. მათ შორის ობსტრუქციული ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქიალური ასთმა. ალერგიული დაავადებები და კანის დაავადებები, მათ შორის ალერგიული დერმატიტი, ალერგიული რინიტი, კონიუნქტივიტი და ჭინჭრის ციება, ნეიროდერმიტი, ფსორიაზი, ატოპიური და ეგზემატოზური დერმატიტი. თირკმელზედა ჯირკვლის ნაკლოვანება; სისხლისა და წინამდებარე ჯირკვლის ონკოლოგიური დაავადებები. პრეპარატის საინექციო სუსპენზია სახსარშიგა შეყვანისთვის გამოიყენება სახსრების ისეთი დაავადებების დროს როგორიცაა: ართროზი, ართრიტი, მათ შორის ექსუდატიური ართრიტი; სახსარში სითხე, სასახსრე ჩანთის ფუნქციის დარღვევის გამო სახსრის ბლოკადა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი