რა დროს გამოიყენება კინაზე-N?

კინაზე-N გამოყენების ჩვენებებია: – გაციების პრემორბიდული მდგომარეობა: საერთო სისუტე, ცემინება, თავის ტკივილი, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება; – საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი და დესტრუქციული დაავადებები: ართრიტი, ართროზი, მიოზიტი, ტენდოვაგინიტი, სპორტული ტრავმები; – პერიფერიული ნერვული სისტემის ანთებითი და დესტრუქციული დაზიანება: ნევრალგია, ნევრიტი, პლექსიტი, ვეგეტოსიმპატოალგია და სხვა; – რევმატიული დაავადებები: რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი და სხვა; – ალგომენორეა, მტკივნეული მენარხე, საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენები; თრომბოფლებიტების დროს. – ტკივილის სინდრომი ნებისმიერი ეტიოლოგიის: თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, პოსტტრავმული ტკივილი, პოსტოპერაციული ტკივილი და სხვა. – ზედა და ქვედა სასუნთქი გზების და ლორ ორგანოების ანთებითი პროცესები;

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი