რა დროს გამოიყენება კლავომედი?

კლავომედის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები: – ზედა სასუნთქი გზებისა და ლორ-ორგანოების ინფექციები (მწვავე და ქრონიკული სინუსიტი, მწვავე და ქრონიკული ტონზილიტი, მწვავე და ქრონიკული შუა ოტიტი); – ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მ.შ., ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, პნევმონია და ბრონქოპნევმონია); – საშარდე გზების ინფექციები (მ.შ., ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი); – კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (მ.შ., ფურუნკულოზი, ჭრილობის ინფექცია, ფლეგმონა); – ძვალ-სახსროვანი სისტემის ინფექციები (მ.შ., ქრონიკული ოსტეო-მიელიტი); – სანაღვლე გზების ინფექციები (ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი); – სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (მ.შ., გონორეა, შანკროიდი); – ოდონტოგენური ინფექციები; – ინფექციების პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევებისას; – ცხოველებისა და ადამიანის ნაკბენები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი