რა დროს გამოიყენება კოკლავი?

კოკლავის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები: – ზედა სასუნთქი გზებისა და ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (ბრონქიტი, მორეციდივე ტონზილიტი, სინუსიტი, შუა ყურის ანთება); – ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ქრონიკული ბრონქიტი გამწვავების ფაზაში, წილოვანი პნევმონია, ბრონქოპნევმონია, პლევრის ემპიემა, ფილტვის აბსცესი); – შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები (ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი, პიელიტი, პროსტატიტი, ცერვიციტი, სალპინგიტი. სალპინგოოფორიტი, ტუბოოვარიული აბსცესი, ენდომეტრიტი, ბაქტერიული ვაგინიტი); – ნაწლავური და სანაღვლე გზების ინფექციები (ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი, დიზენტერია, სალმონელოზი); – კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადად დაინფიცირებული დერმატოზები, აბსცესი, ფლეგმონა, ინფიცირებული ჭრილობები); – ძვალ-სახსართა სისტემის ინფექციები (ოსტეომიელიტი); – შერეული ინფექციები (სეპტიური აბორტი, მშობიარობის შემდგომი სეფსისი, ინტრააბდომინალური ინფექციები); – საჭმლის მომნელებელი სისტემის, მცირე მენჯის ღრუს, თავისა და კისრის მიდამოს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმლის, სანაღვლე გზებისა და სახსრების პოსტოპერაციული ინფექციები და მათი პროფილაქტიკა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი