რა დროს გამოიყენება ლინკოცინი?

ლინკოცინის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი გამოიყენება ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით: ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის ტონზილიტი, ფარინგიტი, ოტიტი, სინუსიტი, ქუნთრუშა, ასევე დიფტერია (დამხმარე თერაპიის სახით); ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის მწვავე ბრონქიტი და ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, ასევე პნევმონია; კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, მათ შორის ცელულიტი, ფურუნკულოზი, აბსცესები, იმპეტიგო, აკნე, ჭრილობისმიერი ინფექციები, წითელი ქარი, ლიმფადენიტი, პანარიციუმი, მასტიტი; ძვლებისა და სახსრების ინფექციები, მათ შორის ოსტეომიელიტი და სეპტიური ართრიტი; ბაქტერიული დიზენტერია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი