რა დროს გამოიყენება ლოსარ-დენკი 100?

ლოსარ-დენკი 100-ის გამოყენების ჩვენებებია: ლოსარტანი მიეკუთვნება პრეპარატის კლასს, რომლებიც ცნობილია ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორის ანტაგონისტების სახელით. ნივთიერება ანგიოტენზინ II წარმოიქმნება ადამიანის სხეულში, უერთდება სისხლძარღვების რეცეპტორებს და ავიწროვებს მათ. ეს იწვევს არტერიული წნევის მომატებას. ლოსარტანი ხელს უშლის ანგიოტენზინის II-ის მიერთებას თავიანთ რეცეპტორებზე, შესაბამისად ეს იწვევს სისხლძარღვების მოდუნებას და არტერიული წნევის დაწევას. ლოსარტანი აფერხებს თირკმლის დაზიანებას იმ პაციენტებში, ვისაც აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა და მე-2 ტიპის დიაბეტი. ლოსარ-დენკი 100 გამოიყენება: – მაღალი არტერიული წნევის მქონე (ჰიპერტონია) პაციენტების სამკურნალოდ; – თირკმელების დაცვის მიზნით მაღალი არტერიული წნევის და მე-2 ტიპის დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებსაც ასევე აღენიშნებათ სისხლს ანალიზით დადასტურებული თირკმლის ფუნქციის დარღვევა, და შარდში ცილის რაოდენობა ³0.5 გ/დღეში (აღნიშნული დაავადებისას აღინიშნება ცილის რაოდენობის პათოლოგიური მომატება შარდში); – გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, როდესაც მკურნალ ექიმს სჯერა, რომ აგფ ინჰიბიტორებით (ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორი, რაც არის არტერიული წნევის დასაწევი საშუალება) მკურნალობა არ არის ეფექტური. არ შეიძლება პაციენტის გადაყვანა ლოსარტანით მკურნალობაზე, თუ გულის უკმარისობა სტაბილურად კონტროლდება აგფ ინჰიბიტორებით.  – მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში, ვისაც აღენიშნებათ მარცხენა პარკუჭის კედლის გასქელება. ლოსარ-დენკი 100 ამცირებს ინსულტის რისკს (ე.წ. “სასიცოცხლო ჩვენება”).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი