რა დროს გამოიყენება მაბტერა?

მაბტერას გამოყენების ჩვენებებია: მორეციდივე ან ქიმიორეზისტენტული ავთვისებიანობის დაბალი ხარისხის ან ფოლიკულური, CD20 დადებითი, B-უჯრედული არაჰოჯკინის ლიმფომის სამკურნალოდ მონოთერაპიის სახით. პირველი რიგის არჩევის პრეპარატი CD20 დიფუზური მსხვილი B-უჯრედული არაჰოჯკინის ლიმფომის სამკურნალოდ CHOP ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში. პირველი რიგის არჩევის პრეპარატი ფოლიკულური, CD20 დადებითი, B-უჯრედული არაჰოჯკინის ლიმფომის სამკურნალოდ CVP ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში. დაბალი ხარისხის, CD20 დადებითი, B-უჯრედული არაჰოჯკინის ლიმფომის შემანარჩუნებელი თერაპია პაციენტებში დაავადების სტაბილიზაციით ან CVP ქიმიოთერაპიით პირველი რიგის მკურნალობისას მიღწეული ნაწილობრივი ან სრული პასუხის შემთხვევაში აქტიური რევმატოიდული ართრიტის დროს მოზრდილ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნათ არაადექვატური პასუხი ან აუტანლობა ერთი ან მეტი სიმსივნის მანეკროზებელი ფაქტორის (TNF) ინჰიბიციური თერაპიის მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი