რა დროს გამოიყენება მედინოსტი?

მედინოსტის გამოყენების ჩვენებებია: • შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები (სისტემური წითელი მგლურა, დერმატომიოზიტი, რევმატოიდული ართრიტი, სისტემური ვასკულიტი, კვანძოვანი პერიარტერიიტი, სკლეროდერმია); • რევმატული დაავადებები (მწვავე რევმატული ცხელება, რევმატული მიოკარდიტი და პერიკარდიტი, ქრონიკული ართრიტის მწვავე, ექსუდაციური სტადია); • სახსრების მწვავე და ქრონიკული დაავადებები (პოდაგრული და ფსორიაზული ართრიტი, ოსტეოართროზი, პოლიართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი (ბეხტერევის დაავადება), იუვენილური ართრიტი); • ალერგიული დაავადებები (ბრონქული ასთმა, პოლინოზი, კვინკეს შეშუპება, ურტიკარია, წამლისმიერი ალერგია, ანაფილაქსიური შოკი, ალერგიული კონიუნქტივიტი); • ფილტვის დაავადებები (ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვის ფიბროზი, სარკოიდოზი); • ტუბერკულოზი (ტუბერკულოზური მენინგიტი, ფილტვის ტუბერკულოზი, ექსუდაციური პლევრიტი); • გულის დაავადებები (მიოკარდიტი, ექსუდაციური პერიკარდიტი, პოსტინფარქტული სინდრომი პერიკარდიტით);  • სისხლის და სისხლმბადი სისტემის დაავადებები (ჰემოლიზური ანემია, გრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენიური პურპურა, ლიმფოგრანულომატოზი, მიელომური დაავადება, მწვავე ლიმფოლეიკოზი და მიელოიდური ლეიკოზი); • ღვიძლის დაავადებები (ალკოჰოლური ჰეპატიტი ენცეფალოპათიით, ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი, ღვიძლშიდა ქოლესტაზი); • კუჭ-ნაწლავის დაავადებები (წყლულოვანი კოლიტი, გრანულომატოზური ენტერიტი (კრონის დაავადება), ლოკალური ენტერიტი); • თირკმლის დაავადებები (ნეფროზული სინდრომი, ლიპოიდური ნეფროზი ბავშვებში, უროგენიტალური ტუბერკულოზი, ურეთრის სტრიქტურა); • ნერვული სისტემის დაავადებები (ბაქტერიული მენინგიტი, ტოქსიკური ნეიროპათია, პოლინევრიტი და რადიკულიტი (ალერგიული ეტიოლოგიის), გაფანტული სკლეროზი); • ენდოკრინული დაავადებები (თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა: პირველადი (ადისონის დაავადება) და მეორადი; ადრენოგენიტალური სინდრომი (თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია); თირკმელზედა ჯირკვლების მწვავე უკმარისობა); • კანის დაავადებები (ფსორიაზი, ეგზემა, ატოპიური დერმატიტი, დიფუზური ნეიროდერმიტი, კონტაქტური დერმატიტი, ტოქსიდერმია, სებორეული დერმატიტი, ექსფოლიატური დერმატიტი, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ბულოზური ჰერპეტიფორმული დერმატიტი, ავთვისებიანი ექსუდაციური ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი)); • თვალის დაავადებები (სიმპათიკური ოფთალმია, მძიმედ მიმდინარე წინა და უკანა უვეიტი, მხედველობის ნერვის ნევრიტი); • ტრანსპლანტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი