რა დროს გამოიყენება ნევრალონი?

ნევრალონის გამოყენების ჩვენებებია: პათოგენეტიკური და სიმპტომური საშუალების სახით ნერვული სისტემის სხვადასხვა წარმოშობის დაავადებებისა და სინდრომების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში: – პოლინეიროპათია (მათ შორის, დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვ.); – ნევრიტი და პოლინევრიტი, მათ შორის რეტრობულბარული ნევრიტი; – პერიფერიული დამბლა, მათ შორის სახის ნერვის; – ნევრალგია, მათ შორის სამწვერა ნერვისა და ნეკნთაშუა ნერვების; – ტკივილის სინდრომი (მიალგია, შემომსარტყვლელი ჰერპესი); – B1 და B6, აგრეთვე B12 ვიტამინების დადასტურებული დეფიციტით განპირობებული სისტემური ნევროლოგიური დაავადებები. გამოყენება პედიატრიაში: არ არსებობს საკმარისი მონაცემები პრეპარატის ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენების შესახებ. პრეპარატის შემადგენლობაში ბენზილის სპირტის არსებობის გამო მისი დანიშვნა არ შეიძლება ახალშობილებში და განსაკუთრებით დღენაკლულ ბავშვებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი