რა დროს გამოიყენება ნორფლოქსაცინი?

ნორფლოქსაცინის გამოყენების ჩვენებებია: ინფექციურ-ანთებითი დაავადებები გამოწვეული ნორფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით: საშარდე გზების მწვავე და ქრონიკული ინფექციები (გართულებული და გაურთულებელი); სასქესო ორგანოების ინფექციები (პროსტატიტი, ეპიდიდიმიტი, ცერვიციტი, გონოკოკური ინფექციები, შანკროიდი); მწვავე ბაქტერიული გასტროენტერიტი; მუცლის ტიფი; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები (სალმონელოზი, შიგელოზი, “მოგზაურთა დიარეა”); სეფსისის პროფილაქტიკა ავადმყოფებში ნეიტროპენიით; სასუნთქი გზების ინფექციები; ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (მწვავე და ქრონიკული ოტიტი, ქრონიკული სინუსიტი, მწვავე ტონზილიტი და სხვა); ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკა ავადმყოფებში გრანულოციტოპენიით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი