რა დროს გამოიყენება ოლიგოვიტი?

ოლიგოვიტის გამოყენების ჩვენებებია: ორგანიზმის მიერ ვიტამინებისა და მინერალების არასაკმარისი რაოდენობით მიღების დროს, ორგანული ხასიათის დაავადების დროს (კიბო, იმუნოდეფიციტის სინდრომი); ვიტამინებისა და მინერალების არასათანადო რეზორბცია (დაქვეითებული აბსორბციის სინდრომი, ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, ფისტულის არსებობა, კრონის დაავადება; ერთდროული მიღება პრეპარატებისა, რომლებიც ამცირებენ ვიტამინებისა და მინერალების რესორბციას). -გამოჯანმრთელების პერიოდში – გადატანილი დაავადების შემდეგ (როდესაც მაგალითად აღინიშნება ანორექსიისა და კახექსიის სიმპტომები), ქიმიო – და რადიოთერაპიის შემდეგ; ქირურგიული ჩარევების შემდეგ, როდესაც კვება არაადექვატურია: დიეტის ცალკეული სახეობების დროს (დიეტა პაციენტებისათვის თირკმლების დაავადებებით, დიეტა გასახდომად, როდესაც შეზღუდულია კვების გარკვეული პროდუქტების მიღება); ვიტამინებისა და მინერალების მიმართ ორგანიზმის პათოლოგიური (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მომატებული შემცველობა, სტრესი) და ფიზიოლოგიური (ზრდის პროცესი, ორსულობა, ლაქტაცია) ხასიათის მომატებული მოთხოვნილების შემთხვევაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი