რა დროს გამოიყენება ომესამი D3?

ომესამი D3-ს გამოყენების ჩვენებებია: – ჰიპერტრიგლიცერიდემია, რაც დაკავშირებულია ჭარბ წონასთან, დიაბეტთან, ჰიპერტენზიასა და ათეროსკლეროზთან; – დისლიპიდემიით (ლიპიდური ცვლის დარღვევით) განპირობებული მდგომარეობების პროფილაქტიკა; – ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია; – სხვადასხვა გენეზის ართროზები და ართრიტები; – აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი; – ჰიპოკალციემია; – ჰიპოკალცემიური ტეტანია; – ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა; – ოსტეომალაციის პროფილაქტიკა (45 წლის ზემოთ პაციენტებში მინერალური ცვლის დარღვევის ფონზე, ტრავმების შემთხვევაში ხანგრძლივი იმობილიზაციის შემთხვევაში, ისეთი დიეტების დაცვისას, როდესაც არ ხდება რძის და რძის პროდუქტების მიღება); – ჰიპოპარათირეოზის და ფსევდოჰიპოპარათირეოზის პროფილაქტიკა; – კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება; – ავთვისებიანი წარმონაქმნების პროფილაქტიკა; – შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა; – ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების დარღვევა, ყურადღების დაქვეითება, ამნეზია, დემენცია, ალცჰეიმერის დაავადება; – კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა, ტროფიკული წყლულები; – ორსულებისა და მათი ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად (ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის მცირე წონა); – მაღალი რისკის ჯგუფებში D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა (მალაბსორბცია, წვრილი ნაწლივის ქრონიკული დაავადებები, ღვიძლის ბილიარული ციროზი, კუჭის და/ან წვრილი ნაწლავის რეზექციის შემდგომი პერიოდი). უკუჩვენება – შემადგენელი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი