რა დროს გამოიყენება ომესამი კარდიო?

ომესამი კარდიოს გამოყენების ჩვენებებია: –    ჰიპერტრიგლიცერიდემია, რაც დაკავშირებულია ჭარბ წონასთან, დიაბეტთან, ჰიპერტენზიასა და ათეროსკლეროზთან; –    დისლიპიდემიით (ლიპიდური ცვლის დარღვევით) განპირობებული მდგომარეობების პროფილაქტიკა; –    ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია; –    მიოკარდიუმის ინფარქტის მეორადი პროფილაკტიკა (მკურნალობის სხვა სტანდარტულ მეთოდებთან ერთად: სტატინებით, ანტიაგრეგაციული საშუალებებით, ბეტა-ადრენობლოკატორებით, აგფ-ინჰიბიტორებით); –    სხვადასხვა გენეზის ართროზები და ართრიტები; –    აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი; –    ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა; –    კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება; –    ავთვისებიანი წარმონაქმნების პროფილაქტიკა; –    შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა; –    ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების დარღვევა, ყურადღების დაქვეითება, ამნეზია, დემენცია, ალცჰეიმერის დაავადება; –    კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა, ტროფიკული წყლულები;

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი