რა დროს გამოიყენება ორნიქსილი?

ორნიქსილის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი გამოიყენება სხვადასხვა ეტიოლოგიის ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და თირკმელების დაავადებებისკომპლექსურ მკურნალობაში. მათ შორის: • ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი. ვირუსული ჰეპატიტის ქვემწვავე,     პერსისტირებადი და აქტიურიქრონიკული ფორმა; • მწვავე ვირუსული ჰეპატიტის გადატანის შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდი; • ღვიძლის დაზიანებები, დაკავშირებული ცხიმოვანი ცვლის დარღვევასთან, მათ შორის სტეატოზი (ცხიმოვანიჰეპატოზი) და ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია; • სხვადასხვა ეტიოლოგიის ღვიძლის ციროზი; • პრეპარატი ასევე გამოიყენება ლიპიდურ-ქოლესტერინული ცვლის დარღვევის მქონე პაციენტებში კომპლექსურ თერაპიაში; • ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია; • მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, სანაღვლე გზების დისკინეზიის ჰიპოკინეტიკური ფორმა; • ასევე გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში თირკმელკენჭოვანი დაავადების მქონე პაციენტებში; • ორსულთა ტოქსიკოზი. პრეპარატს კომბინირებული ან მონოთერაპიის სახით იყენებენ ღვიძლის სხვადასხვა სახის ტოქსიური დაზიანებისშემთხვევაში, მათ შორის: • ღვიძლის წამლისმიერი დაზიანება და ჰეპატოტოქსიური პრეპარატების მიღების პერიოდი; • მძიმე მეტალებით და ჰალოგენირებული ნახშირწყალბადებით მოწამვლა; • ორგანული წარმოშობის გამხსნელებით ინტოქსიკაცია; • ღვიძლის დაზიანება, დაკავშირებული ალკოჰოლის გამოყენებასთან, მათ შორის პაციენტებში ქრონიკულიალკოჰოლიზმით და ასევე ეთილის სპირტით მწვავე ინტოქსიკაციის შემთხვევაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი