რა დროს გამოიყენება ორნოვინი?

ორნოვინის გამოყენების ჩვენებებია: – ქრონიკული ცერებრო-ვასკულარული პათოლოგია (დისცირკულატორული ენცეფალოპათია); თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების აღდგენითი პერიოდი; – თავის ტვინისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანება (ქალა-ტვინის და თავზურგტვინის ტრავმა, თავისა და ზურგის ტვინზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი მდგომარეობა); – პარკინსონისა და ალცჰეიმერის დაავადება, დემენცია, ძილის დარღვევა, ეპილეფსია; – პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები; – გონებრივი შრომისუნარიანობის მოსამატებლად; სტრესულ სიტუაციებში – ფსიქოემოციური დაძაბულობისას (გამოცდების პერიოდში, კონფლიქტურ და სხვა სახის სიტუაციებში), დარღვევები, რომლებიც განპირობებულია ყურადღების დეფიციტის არსებობით; – ახალგაზრდა ასაკის პირებში მეხსიერების გაუმჯობესება; – ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დაავადებების სხვადასხვა ფორმა, რომლებიც მიმდინარეობენ კოგნიტური და ინტელექტუალური ფუნქციების პროგრესირებადი მოშლით; – გადატანილი ინფექციური დაავადებების რეაბილიტაციის პერიოდი; – დამხმარე საშუალება ნეიროლეპტიკების აუტანლობისას; – პერიფერიული სისხლის მიმოქცევის და მიკროცირკულაციის დარღვევა (მათ შორის ქვედა კიდურების არტერიოპათია), რეინოს სინდრომი; – ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ჰიპოაკუზია); – ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია; – დიაბეტური რეტინოპათია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი