რა დროს გამოიყენება ორციპოლი?

ორციპოლის გამოყენების ჩვენებებია: ორციპოლი განკუთვნილია შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ციპროფლოქსაცინი/ორნიდაზოლის კომბინაციის მიმართ მგრძნობიარე შტამებით: – მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, მ.შ. აბორტებისა და ოპერაციების შემდგომი პროფილაქტიკა; – თირკმელებისა და/ან შარდგამომყოფი გზების ინფექციები: ქრონიკული და მწვავე პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი, ეპიდიდიმიტი, მ.შ. გართულებული და მორეციდივე; – სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები: ქლამიდიოზი, მიკოპლაზმოზი, გონორეა, ტრიქომონიაზი, შერეული ინფექციები (მიქსტ-ინფექცია); – სასუნთქი გზების ინფექციები: ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, პნევმონია (პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებულია ბაქტერიებით: Klebsiella, Enterobacter, Proteus, E. coli, Pseudomonas, Haemophilus, Branhamella, Legionella, Staphylococcus გამოწვეული პნევმონიების სამკურნალოდ), ინფიცირებული ბრონქოექტაზები, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა; – ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები: სინუსიტი, გარეთა და შუა ოტიტი, მასტოიდიტი; – თვალის ინფექციები; – კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები; – ძვლებისა და სახსრების ინფექციები; – მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სანაღვლე გზების ბაქტერიული ინფექციები, პერიტონიტი; – ამებიაზი (ნაწლავური ინფექციები, გამოწვეული Eნტამოება ჰისტოლყტიცა-ის მიერ, მ.შ. ამებური დიზენტერია და ამებიაზის ყველა არანაწლავური ფორმა, განსაკუთრებით, ღვიძლის ამებური აბსცესი); – ლამბლიოზი; – სეფსისი; – ინფექციების მკურნალობა ან პროფილაქტიკა დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში (რომლებიც იღებენ იმუნოდეპრესანტებს ან პაციენტებში ნეიტროპენიით); – ნაწლავის შერჩევითი დეკონტამინაცია პაციენტებში დაქვეითებული იმუნიტეტით; – ანაერობული ინფექციების პროფილაქტიკა მსხვილ ნაწლავზე ოპერაციების ან გინეკოლოგიური ჩარევების დროს; – ციმბირის წყლულის ფილტვისმიერი ფორმის პროფილაქტიკა და მკურნალობა (ინფიცირება Bacillus anthracis-ით); – Pseudomonas aeruginosa-ის მიერ გამოწვეული გართულებების მკურნალობა ფილტვების მუკოვისციდოზის მქონე 5-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში.გამოყენება ბავშვებში ინიშნება სიფრთხილით, განსაკუთრებული ჩვენებებით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი