რა დროს გამოიყენება ოფლოჰექსალი?

ოფლოჰექსალის გამოყენების ჩვენებებია: ოფლოჰექსალი ინიშნება ინფექციების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით. – სასუნთქი გზების ინფექციები: პნევმონია და ბრონქოპნევმონია, პლევრიტი, ფილტვების ემპიემა, ბრონქოექტაზიური დაავადებებისას ინფიცირება, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, ფილტვის აბსცესები; – ყელის, ცხვირის და ყურის ქრონიკული და მორეციდივე ინფექციები, ოტიტის, სინუსიტის ჩათვლით (გარდა მწვავე ტონზილიტისა); – შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები: მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი, პროსტატიტი, ურეთრიტი, ცისტიტი, ეპიდიდიმიტი, საშარდე გზების ქირურგიული ინფექციები, შარდ-გამომყოფი გზების გართულებული ან მორეციდივე ინფექციები; – რბილი ქსოვილების და კანის ინფექციები; – მუცლის ღრუს ინფექციები, მცირე მენჯის ღრუს ინფექციების ჩათვლით, ბაქტერიული დიარეა; – ურეთრის, საშვილოსნოს ყელის, სწორი ნაწლავის დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია პენიცილინისადმი მდგრადი გონოკოკებით, ქლამიდიით და სხვა მიკროორგანიზმებით, რომლებიც მგრძნობიარეა ოფლოქსაცინისადმი; – სხვა ინფექციური დაავადებები: მუცლის ტიფი, სალმონელოზი, შიგელოზი, სანაღვლე გზების ინფექციები, ოსტეომიელიტი; – ინფექციების პროფილაქტიკა (კერძოდ სელექტიური ნაწლავური დეზინფიცირება) პაციენტებში ნეიტროპენიით. შეიძლება გამოყენებული იქნას კომპლექსურ თერაპიაში სეპტიცემიის, ენდოკარდიტის, ოსტეომიელიტის, მიკრობაქტერიული ინფექციების, კეთრის სამკურნალოდ, ოპერაციის წინა პროფილაქტიკისათვის ან ოპერაციის შემდგომი ინფექციების სამკურნალოდ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი