რა დროს გამოიყენება ოქსივინი?

ოქსივინის გამოყენების ჩვენებებია: ოქსივინი ნაჩვენებია, თავის ტვინის მეტაბოლური მოთხოვნების შესაბამისად, ცერებრული სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებისა და ადაპტაციისათვის; ასევე – თავის ტვინის ფუნქციების გაუმჯობესების, რეგულაციისა და შენარჩუნებისათვის. ოქსივინი ნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობების დროს: • ცერებრული დარღვევები: – მეხსიერების გაუარესება – ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა – დიაბეტური ანგიოპათია – ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანება – ქალა-ტვინის ტრავმა – ინსულტის შემდგომი დარღვევები – ჰიპერტონული ენცეფალოპათია • თავბრუსხვევა, სისხლძარღვოვანი გენეზის თავის ტკივილი, შაკიკი; • სმენის სისხლძარღვოვანი გენეზის დარღვევები; • მხედველობის სისხლძარღვოვანი გენეზის დარღვევები; • ფსიქიკური დარღვევები: – დროსა და სივრცეში ორიენტაციის დარღვევა – ემოციური სფეროს დარღვევები – ცერებრალური სისხლძარღვოვანი დარღვევები, მათ შორის თავის ტვინის იშემია • ინტელექტუალური შესაძლებლობების გაუმჯობესება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი