რა დროს გამოიყენება ოქსიტოცინი?

ოქსიტოცინის გამოყენების ჩვენებებია: ოქსიტოცინი გამოიყენება საშვილოსნოს კუმშვადი აქტივობის სტიმულირებისთვის.  გამოყენების ჩვენებები მშობიარობამდე პერიოდში:  მშობიარობის ინდუქცია სამშობიარო მოქმედების ინდუქცია სამედიცინო ჩვენებით ვადაგადაცილებული ორსულობის, სანაყოფე წყლების ნაადრევი დაღვრის, ორსულობით გამოწვეული ჰიპერტენზიის (პრეეკლამპსია) შემთხვევაში. საშვილოსნოს კუმშვადი ფუნქციის გაძლიერება მშობიარობის პირველი ან მეორე პერიოდის დროს დასაშვებია ინტრავენური გამოყენება შეტევების გაძლიერების მიზნით გახანგრძლივებული მშობიარობის შემთხვევაში ან საშვილოსნოს შეკუმშვების არ არსებობის ან სისუსტის შემთხვევაში. გამოყენების ჩვენებები მშობიარობის შემდგომ პერიოდში:  საშვილოსნოს ჰიპოტონიის პროფილაქტიკა და მკურნალობა მშობიარობის შემდგომი სისხლდენის შესაჩერებლად.  საკეისრო კვეთის დროს, მაგრამ ბავშვის ამოყვანის შემდეგ. გამოყენების სხვა ჩვენებები:  ადიუვანტური თერაპიის სახით არასრული და არშემდგარი აბორტის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი