რა დროს გამოიყენება პაკლიტაქსელი ტევა?

პაკლიტაქსელი ტევას გამოყენების ჩვენებებია: თერაპიული ჩვენებები: საკვერცხის კარცინომა საკვერცხის სიმსივნის პირველი ხაზის ქიმიოთერაპიაში  პაკლიტაქსელი ტევა ინიშნება კომბინირებული ცისპლატინთან ერთად საკვერცხის პროგრესირებული კარცინომის ან საწყისი ლაპარასკოპიის შემდეგ დარჩენილი წარმონაქმნის (>1 სმ) შემთხვევაში. საკვერცხის სიმსივნის მეორე ხაზის მკურნალობის შემთხვევაში პაკლიტაქსელი ტევა ინიშნება საკვერცხის მეტასტაზური სიმსივნის სამკურნალოდ მას შემდეგ რაც სტანდარტული, პლატინის შემცველი მკურნალობა იქნება არაეფექტური. სარძევე ჯირკვლის სიმსივნე:  დამხმარე ქიმიოთერაპიის შემთხვევაში პაკლიტაქსელი ტევა ინიშნება ანთრაციკლინისა და ციკლოფოსფამიდით მკურნალობის შემდეგ იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ სარძევე ჯირკვლის კვანძოვანი ფორმა. პაკლიტაქსელი ტევას დამხმარე ქიმიოთერაპია წარმოადგენს ციკლოფოსფამიდის ხანგრძლივი მკურნალობის ალტერნატივას. ლოკალურად პროგრესირებული სარძევე ჯირკვლის მქონე პაციენტებში პაკლიტაქსელი ტევა გამოიყენება ან საწყისი მკურნალობის სახით ანთრაციკლინთან ერთად იმ პაციენტებში, ვისთვისაც ანთრაციკლინის მკურნალობა მისაღებია ან ტრასტუზუბამთან ერთად იმ პაციენტებში, რომელთაც იმუნოჰისტოქიმიური მეთოდების მიხედვით აღენიშნებათ ეპიდერმული ზრდის ფაქტორი 2-ის რეცეპტორების (HER-2) მომატებული რაოდენობა 3+ დონეზე და მათ, ვისთვისაც ანთრაციკლინის მიღება არ არის მიზანშეწონილი (იხ. ნაწილი 4.4. და 5.1). პაკლიტაქსელი ტევა გამოიყენება მონოთერაპიის სახით მკერდის მეტასტაზური სიმსივნის მქონე პაციენტებში, რომლებშიც სტანდარტული ანთრაციკლინის შემცველი მკურნალობა აღმოჩნდა არაეფექტური ან არ წარმოადგენენ კანდიდატებს ამ მკურნალობისთვის. პროგრესირებული არა-წვრილუჯრედოვანი ფილტვის კარცინომა: პაკლიტაქსელი ტევასა და ცისპლატინის კომბინირებული მკურნალობა ინიშნება არა-წვრილუჯრედოვანი ფილტვის კარცინომას მქონე პაციენტებში, რომლებიც არ წარმოადგენენ ოპერაციის და/ან სხივური თერაპიის კანდიდატებს. შიდსთან ასოცირებული კაპოშის სარკომა: პაკლიტაქსელი ტევა გამოიყენება შიდსთან ასოცირებული პროგრესირებული კაპოშის სარკომას მქონე პაციენტებში, რომლებშიც ლიპოსომური ანთრაციკლინის მკურნალობა აღმოჩნდა არაეფექტური. ეფექტურობის შესახებ არსებული მწირი ინფორმაცია ადასტურებს ამ ჩვენებას, ხოლო შესაბამისი კვლევის შეჯამება ნაჩვენებია ნაწილში 5.1.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი