რა დროს გამოიყენება პაკლიტაქსელი-ჰუმანითი?

პაკლიტაქსელი-ჰუმანითის გამოყენების ჩვენებებია: საკვერცხის კიბო  – І ხაზის თერაპია ცისპლატინთან კომბინაციაში – დაავადების გავრცელებული ფორმა ან ლაპაროტომიის შემდეგ დარჩენილი სიმსივნის (1სმ-ზე მეტი ზომის) შემთხვევაში; – ІІ ხაზის თერაპია: საკვერცხის მეტასტაზური კიბო – სტანდარტული მკურნალობის  არაეფექტურობის შემთხვევაში; • ძუძუს კიბო  – ადიუვანტური თერაპია – ლიმფური კვანძებში მეტასტაზების დროს სტანდარტული კომბინირებული მკურნალობის შემდეგ; – І ხაზის თერაპია – მეტასტაზური კიბო და დაავადების პროგრესირებისას ანტრაციკლინებით ჩატარებული ადიუვანტური მკურნალობის შემდეგ; – ადიუვანტური თერაპია – ანტრაციკლინებით და ციკლოფოსფამიდით მკურნალობის შემდეგ; – І ხაზის თერაპია – მეტასტაზური ძუძუს კიბო ტრასტუზუმაბით კომბინაციაში HER-2  3+ დონის ექსპრესიის მქონე პაციენტებში და ანტრაციკლინებით მკურნალობის უკუჩვენებების დროს • ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო – І ხაზის თერაპია – ცისპლატინთან კომბინაციაში ან მონოთერაპიაში პაციენტებში, რომლებსაც არ უტარდებათ ქირურგიული ან სხივური მკურნალობა;  • შიდსით დაავადებულ პაციენტებში კაპოშის სარკომა – მეორე რიგის თერაპია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი