რა დროს გამოიყენება პეროტა?

პეროტას გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სისტემური და ადგილობრივი ინფექციურ-ანთებითი დაავადებები: – ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (პნევმონია, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა); – აბდომინალური ინფექციები – პერიტონიტი, პელვიოპერიტონიტი, ქოლანგიტი, ნაღვლის ბუშტის ემპიემა, აპენდიციტი (გართულებული აბსცედირებული); – შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები (გართულებული ინფექციების ჩათვლით) – პიელონეფრიტი, ცისტიტი, პროსტატიტი, ეპიდიდიმიტი, გონორეა, ენდომეტრიტი, ვულვოვაგინიტი, მშობიარობის შემდგომი ენდომეტრიტი და ადნექსიტი; – ძვალ-სახსართა სისტემის ინფექციები; – კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები – ფლეგმონა, ფურუნკულოზი, აბსცესი, პიოდერმია, ლიმფადენიტი, ლიმფანგიტი, ინფიცირებული ტროფიკული წყლულები, ინფიცირებული ჭრილობები და დამწვრობები; – ინტრააბდომინალური ინფექციები; – ბაქტერიული ინფექციები პაციენტებში ნეიტროპენიით; – სეფსისი, მენინგიტი; – ოპერაციის შემდგომი ინფექციების პროფილაქტიკა. პრეპარატის ფართო სპექტრის ბაქტერიციდული მოქმედების გამო, მისი გამოყენება შესაძლებელია ემპირიული თერაპიის დროს, გამომწვევი ორგანიზმის იდენტიფიკაციამდე, ხოლო გამომწვევის დადგენის შემდეგ – პრეპარატისადმი მგრძნობელობის შესაბამისად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი