რა დროს გამოიყენება პეფსალი?

პეფსალის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი განკუთვნილია ბრონქული ასთმის რეგულარული მკურნალობისთვის, თუკი ნაჩვენებია კომბინირებული თერაპია ხანგრძლივი მოქმედების β2-ადრენომიმეტიკისა და საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდის გამოყენებით: – პაციენტებში, რომლებშიც არასაკმარისად ხერხდება დაავადების კონტროლი საინჰა-ლაციო გლუკოკორტიკოსტეროიდების მუდმივი მონოთერაპიის ფონზე ხანმოკლე მოქმედების β2-ადრენომიმეტიკის პერიოდული გამოყენების შედეგად.  – პაციენტებში, რომლებშიც ადექვატურია დაავადების კონტროლი საინჰალაციო გლუ-კოკორტიკოსტეროიდითა და პროლონგირებული β2-ადრენომიმეტიკით მკურნალობის ფონზე.  – საწყისი შემანარჩუნებელი თერაპიის სახით პერსისტირებადი ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში, რომელთაც აქვთ გლუკოკორტიკოსტეროიდების  დანიშვნის ჩვენება დაა-ვადების კონტროლის მიზნით.  პრეპარატი განკუთვნილია შემანარჩუნებელი თერაპიისათვის პაციენტებში ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით, რომელთაც აღენიშნებათ ფორსირებული ამო-სუნთქვის მოცულობის (ფამ 1) მაჩვენებელი < 60%  საჭიროსთან შედარებით (ბრონქოდი-ლატატორის ინჰალაციამდე) და განმეორებითი გამწვავებები ანამნეზში, დაავადების გამოხატული სიმპტომები კი უნარჩუნდებათ ბრონქოდილატატორით რეგულარული თერ-აპიის მიუხედავად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი