რა დროს გამოიყენება პრიმაკორტი?

პრიმაკორტის გამოყენების ჩვენებებია: • შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები (სისტემური წითელი მგლურა, დერმატომიოზიტი, რევმატოიდული ართრიტი, სისტემური ვასკულიტი, კვანძოვანი პერიარტერიტი, სკლეროდერმია); • ალერგიული დაავადებები (ბრონქიალური ასთმა, კვინკეს შეშუპება, ურტიკარია, წამლისმიერი ალერგია, ანაფილაქსიური შოკი, ალერგიული კონიუქტივიტი) • რევმატოიდული დაავადებები (მწვავე რევმატული ცხელება, უვენულური რევმატოიდური ართრიტი, მწვავე და ქვემწვავე ბურსიტი, პოდაგრული და ფსორიაზული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი (ბეხტერევის დაავადება), პოლიართრიტი, ოსტეოართრიტი); • ტუბერკულოზური მენინგიტი, სუბარაქნოიდული ბლოკის განვითარებისას და მისი საშიშროებისას; • სისხლის და სისხლმბადი სისტემის დაავადებები (ჰემოლიზური ანემია, გრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენიური პურპურა, ლიმფოგრანულომატოზი, მიელომური დაავადება,  • თირკმლის დაავადებები (ნეფროზული სინდრომი, ლიპოიდური ნეფროზი ბავშვებში,); • ენდოკრინული დაავადებები (თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა (ადისონის დაავადება) და მეორადი ადრენოგენიტალური სინდრომი (თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია), თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობა); • კანის დაავადებები (ფსორიაზი, ეგზემა, ატოპიური დერმატიტი, დიფუზური ნეიროდერმიტი, კონტაქტური დერმატიტი, ტოქსიდერმია, სებორეული დერმატიტი; • ტვალის დაავადებები (მძიმედ მიმდინარე წინა და უკანა ივეიტი, ალერკული კონიუქტივიტი, ირიტი, ირიდოციკლიტი);

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი