რა დროს გამოიყენება პროზერინი-დარნიცა?

პროზერინი-დარნიცას გამოყენების ჩვენებებია: პროზერინი-დარნიცა გამოიყენება მიასთენიის, ტვინის ტრავმის შემდეგ მოძრაობითი დარღვევების, პარალიჩების დროს, აღდგენით პერიოდში; გადატანილი მენინგიტის, პოლიომიელიტის, ენცეფალიტისა და სხვა ნეიროინფექციების შემდეგ, ნევრიტების დროს, ნაწლავისა და შარდის ბუშტის ატონიის ასარიდებლად და სამკურნალოდ, ზოგჯერ – სუსტი სამშობიარო მოქმედების დროს. თვალის პრაქტიკაში პროზერინი-დარნიცა ინიშნება მხედველობის ნერვის ატროფიის დროს, იშვიათად – გუგის შესავიწროვებლად და თვალისშიდა წნევის დასაწევად გლაუკომის ღიაკუთხოვანი ფორმის დროს. როგორც მიორელაქსანტების ანტიდოტი პრეპარატი ინიშნება კუნთების სისუსტისა და სუნთქვის გართულების დროს ანესთეზიის დასრულებისას ანტიმადეპოლაზირებელი კურარეს მსგავსი პრეპარატების გამოყენებით, ასევე მადეპოლაზირებელი მიორელაქსანტების (დითილინი) გამოყენებისას, თუ უკანასკნელები მოქმედებას იწყებენ როგორც ანტიმადეპოლაზირებლები (“ორბაგი ბლოკი”).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი