რა დროს გამოიყენება რევასიდი?

რევასიდის გამოყენების ჩვენებებია: რევასიდი კუნთებსა და ვენაში ინექციის სახით გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებითგამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა: · ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის სინუსიტი, ოტიტი და ეპიგლოტიტი, ბაქტერიული პნევმონია; · საშარდე გზების ინფექციები, პიელონეფრიტი; · მუცლის ღრუს ინფექციები, მათ შორის პერიტონიტი, ქოლეცისტიტი, ენდომეტრიტი და მცირე მენჯისცელულიტი; · ბაქტერიული სეპტიცემია; · კანის, რბილი ქსოვილების, ძვლებისა და სახსრების ინფექციები; · გონოკოკური ინფექციები; · რევასიდი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას პერიოპერაციულად პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ორგანოების (რომლის თანმხლებია მუცლის ღრუს შესაძლო ინფიცირება) ქირურგიული ოპერაცია, რათა  თავიდან ავიცილოთ პოსტოპერაციული ინფექციები; · პრეპარატის გამოყენება ასევე შესაძლებელია პროფილაქტის მიზნით ორსულობის შეწყვეტის და/ან საკეისროკვეთის დროს სეფსისის განვითარების თავიდან  ასაცილებლად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი