რა დროს გამოიყენება რელიუმი?

რელიუმის გამოყენების ჩვენებებია: – ნევროზები, მოსაზღვრე მდგომარეობები დაძაბულობის გამოვლინებით, შფოთვა, მოუსვენრობა, შიში; – ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი (აღგზნების სიმპტომების შემცირების მიზნით); – ჩონჩხის კუნთების მომატებული ტონუსით მიმდინარე დაავადებების კომპლექსური თერაპია (ტრავმის შემდგომი პერიოდი, ცერებრალური ინსულტის შემდგომი სპასტიური მდგომარეობები); – ძილის დარღვევა; – ეპილეფსიის კომპლექსური მკურნალობა (კრუნჩხვის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად); – სხვადასხვა ეტიოლოგიის მოძრაობითი აღგზნებადობა; – ოპერაციების და დიაგნოსტიკური პროცედურების მოსამზადებელი პერიოდი. პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების მკაცრი დაცვით, რათა თავიდან იქნას აცილებული გართულებები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი