რა დროს გამოიყენება რეტინოლი?

რეტინოლის გამოყენების ჩვენებებია: ჰიპოვიტამინოზი A, როდესაც არ არის მისი პარენტერალური გამოყენების აუცილებლობა: ვიტამინის დეფიციტი ქსეროფთალმიის გარეშე (თვალებში სიმშრალის შეგრძნება); ვიტამინის დეფიციტი ქსეროფთალმიით; მალაბსორბციის სინდრომის პროფილაქტიკა. კომპლექსურ თერაპიაში: სხვადასხვა დისკერატოზი და ჰიპერკერატოზი, სებორეული ეგზემა, ფოლიკულური კერატოზი, დამწვრობა, მოყინვა, ნაწოლები და სხვა მდგომარეობები, რომელიც მიმდინარეობს დუნე ეპითელიზაციით.; ოტორინოლარინგოლოგიაში: მშრალი ქრონიკული რინოფარინგიტი, ინფექციური დაავადებები, სტრესული მდგომარეობა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს: კუჭის რეზექცია, ცელიაკია, სპრუ, ადგილობრივი ენტერალური სინდრომი, სტეატორეა, დიარეა, მალაბსორბციის სინდრომი პანკრეასის ფუნქციის უკმარისობით, ქრონიკული პანკრეატიტი. პრეპარატზე გაზრდილი მოთხოვნილების დროს. ფეხმძიმობა და ლაქტაციის პერიოდი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი