რა დროს გამოიყენება რიფამპიცინი?

რიფამპიცინის გამოყენების ჩვენებებია: რიფამპიცინი გამოიყენება ფილტვებისა და სხვა ორგანოების ტუბერკულოზის დროს (ძირითადი ჩვენება). ინიშნება ლეპრას სხვადასხვა ფორმებისას, ასევე დაავადებებისას, რომლებიც გამოწვეულია პოლირეზისტენტული სტაფილოკოკებით ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებების (ბრონქიტი, პნევმონია), ოსტეომიელიტის, პიელონეფრიტის, საშარდე და სანაღვლე გზების ინფექციების, ქოლეცისტიტის, მწვავე ჰონორეის, ოტიტის, მენინგოკოკური ინფექციის მატარებლების, რიფამპიცინის მიმართ მგრძნობიარე გამაღიზიანებლებით განპირობებული დაავადებების დროს. რიფამპიცინს გააჩნია ვირულიციდური ეფექტი ცოფის ვირუსის მიმართ, ახშობს რაბიული ენცეფალიტის განვითარებას (ამის გამო პრეპარატი გამოიყენება ცოფის კომპლექსური მკურნალობისათვის ინკუბაციის პერიოდში ანტირაბიული ვაქცინით აქტიური იმუნიზაციის ფონზე).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი