რა დროს გამოიყენება როსუსტარი?

როსუსტარის გამოყენების ჩვენებებია:  – პირველადი ჰიპერქოლესტერინემია (ტიპი II ა ფრედრიქსონის მიხედვით), ჰეტეროზიგოტური მემკვიდრული ჰიპერქოლესტერინემიის ჩათვლით, ან შერეული (კომბინირებული) ჰიპერქოლესტერინემია (ტიპი II  ბ ფრედრიქსონის მიხედვით) – დიეტაზე და სხვა არამედიკამენტურ ღონისძიებებზე (ფიზიკური დატვირთვა და სხეულის მასის შემცირება) დამატების სახით, დიეტოთერაპიის და არამედიკამენტური ღონისძიებების არაეფექტურობისას; – მემკვიდრული ჰიპერქოლესტერინემიის ჰომოზიგოტური ფორმა ლიპიდების დონის დაქვეითებაზე (მაგ., Dსლპ-ის აფერეზი) მიმართული დიეტოთერაპიის და სხვა სახის მკურნალობის არასაკმარისი ეფექტურობისას ან თუ ამ სახის მკურნალობა პაციენტს არ შეესაბამება; – ათეროსკლეროზის პროგრესირების შესანელებლად დიეტაზე დამატების სახით პაციენტებში, რომლებშიც ნაჩვენებია თერაპია საერთო ქს-ის და ქს-დსლპ-ის კონცენტრაციის შესამცირებლად; – გულ-სისხლძარღვთა ძირითადი გართულებების (ინსულტი, ინფარქტი, არტერიული რევასკულარიზაცია) პროფილაქტიკა მოზრდილ პაციენტებში გულის იშემიური დაავადების (გიდ) კლინიკური ნიშნების გარეშე, თუმცა მისი განვითარების მომატებული რისკით (ასაკი 50 წელზე მეტი მამაკაცებისათვის და 60 წელზე მეტი ქალებისათვის, С-რეაქტიული ცილის მომატებული კონცენტრაცია (≥ 2 მგ/ლ), მინიმუმ ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორის არსებობისას, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, ქს-მსლპ-ის დაბალი კონცენტრაცია, მოწევა, გიდ-ის ადრეული დასაწყისის ოჯახური ანამნეზი).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი