რა დროს გამოიყენება როტარიტმილი?

როტარიტმილის გამოყენების ჩვენებებია: გუ­ლის რით­მის დარ­ღვე­ვის მკურ­ნა­ლო­ბა და პრო­ფი­ლაქ­ტი­კა, მათ შო­რის სხვა ანტიარით­მ­იუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის მი­მართ მდგრა­დი არით­მი­ი­სა: – პარ­კუ­ჭო­ვა­ნი არით­მია, მათ შო­რის პარ­კუ­ჭო­ვა­ნი ტა­ქი­კარ­დია და პარ­კუ­ჭე­ბის ფიბ­რი­ლა­ცია (მკურ­ნა­ლო­ბა იწ­ყე­ბა სტა­ცი­ო­ნარ­ში გულ­დას­მი­თი კარ­დი­ო­მონიტორული კონ­ტრო­ლის პი­რო­ბებ­ში); – პარ­კუჭ­ზე­და პა­როქ­სიზ­მუ­ლი ტა­ქი­კარ­დია: მორეციდივე მდგრა­დი პარ­კუჭ­ზე­და პა­როქ­სიზ­მუ­ლი ტა­ქი­კარ­დი­ის დო­კუ­მენ­ტუ­რად დადასტურებული შე­ტე­ვე­ბი გუ­ლის ორ­გა­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქონე ავადმყოფებში; მორეციდივე მდგრა­დი პარ­კუჭ­ზე­და პა­როქ­სიზ­მუ­ლი ტა­ქი­კარ­დი­ის დო­კუ­მენ­ტუ­რად დასაბუთებული შე­ტე­ვე­ბი ავადმყოფებში გუ­ლის ორ­გა­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბების გარეშე, როდესაც სხვა ჯგუფის ანტიარით­მ­უ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი არ არის ეფექ­ტუ­რი ან არ­სე­ბობს მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბის უკუჩ­ვე­ნე­ბა; მორეციდივე მდგრა­დი პარ­კუჭ­ზე­და პა­როქ­სიზ­მუ­ლი ტა­ქი­კარ­დი­ის დო­კუ­მენ­ტუ­რად დადასტურებული შე­ტე­ვე­ბი ავადმყოფებში ვოლფ-პარ­კინ­სონ – უა­ი­ტის სინ­დრო­მით; – მოციმციმე არითმია და წინაგულების თრთოლვა. – რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი მი­ო­კარ­დი­უ­მის ინ­ფარ­ქტის შემ­დეგ, თუ ანამ­ნეზ­ში არის მითითება ადრე აღნიშნულ არით­მი­უ­ლი ეპი­ზო­დე­ბის შესახებ. ამი­ო­და­რო­ნი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლ იქნას გუ­ლის რით­მის დარ­ღვე­ვის სამ­კურ­ნა­ლოდ გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბი­სა და/ან მარ­ცხე­ნა პარ­კუ­ჭის ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვის მქონე პაციენტებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი