რა დროს გამოიყენება როტაკინაზა?

როტაკინაზას გამოყენების ჩვენებებია: – მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (პირველი 12 საათის განმავლობაში); – ფილტვის არტერიისა და მისი ტოტების თრომბოემბოლია; – არ­ტე­რი­ე­ბის თრომ­ბო­ზი და თრომ­ბო­ემ­ბო­ლია (პე­რი­ფე­რი­უ­ლი არ­ტე­რი­ე­ბის მწვა­ვე, ქვემ­წვა­ვე, ქრო­ნი­კუ­ლი თრომ­ბო­ზი, ქრო­ნი­კუ­ლი მა­ობ­ლი­ტი­რე­ბელი ენ­დარ­ტე­რი­იტი, არ­ტე­რი­ო­ვე­ნო­ზუ­რი შუნ­ტის ობ­ლი­ტე­რა­ცია); – ბა­დუ­რის ცენ­ტრა­ლუ­რი სის­ხლძარ­ღვე­ბის ოკ­ლუ­ზია – 6-8 სა­ათ­ზე ნაკ­ლე­ბი  ხან­დაზ­მუ­ლო­ბი­ს (არ­ტე­რი­ე­ბი); 10 დღე­ზე ნაკ­ლე­ბი ხან­დაზ­მუ­ლო­ბი­ს (ვე­ნე­ბი); – დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ან თე­რა­პი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­დე­გად განვითარებული  არ­ტე­რი­ე­ბის თრომ­ბო­ზი ბავ­შვებში, ახალ­შო­ბი­ლებ­ში სის­ხლძარ­ღვე­ბის თრომ­ბო­ზი  კა­თე­ტე­რი­ზა­ცი­ის დროს; – შინაგანი ორგანოების ვენების თრომბოზი, კი­დუ­რე­ბი­ს ღრმა ვე­ნე­ბისა (14 დღე­ზე ნაკ­ლე­ბი ხან­დაზ­მუ­ლო­ბი­ს) და მენჯის ვენების თრომბოზი; – რეთ­რომ­ბო­ზი სის­ხლძარ­ღვებ­ზე ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ; – ჰე­მო­დი­ა­ლი­ზუ­რი შუნ­ტის თრომ­ბო­ზი; – თრომ­ბო­ზი გუ­ლის სარ­ქვე­ლე­ბის პრო­თე­ზი­რე­ბი­სას; – ი/ვ კა­თე­ტე­რის გა­მო­რეც­ხვა (მათ შო­რის ჰე­მო­დი­ა­ლი­ზი­სთ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი­ს); – მი­ო­კარ­დი­უ­მის მწვა­ვე ინ­ფარ­ქტის დროს მოს­ვე­ნე­ბის სტე­ნო­კარ­დი­ის მო­ნო – ან  კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი თე­რა­პია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი