რა დროს გამოიყენება როფლუზოლი?

როფლუზოლის გამოყენების ჩვენებებია: – გენიტალური კანდიდოზი; მწვავე ან მორეციდივე ვაგინალური კანდიდოზი. პრო-ფილაქტიკური მიზნით გამოყენება ვაგინალური კანდიდოზის რეციდივის სიხშირის შემცირების მიზნით (3 და მეტი ეპიზოდი წელიწადში); კანდიდოზური ბალანიტი.  – ლორწოვანი გარსების კანდიდოზი, მათ შორის პირის ღრუს და ხახის ლორწოვანი გარსების ჩათვლით, საყლაპავი მილის, არაინვაზიური ბრონქ-ფილტვის ინფექციები, კანდიდურია, კან-ლორწოვანი და პირის ღრუს ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი, (რომელიც დაკავშირებულია კბილის პროთეზის ტარებასთან) მათ შორის ავადმყოფებში ნორმალური ან დათრგუნული იმუნური ფუნქციით; შიდსით დაავადებულ ავადმყოფებში ოროფარინგეალური კანდიდოზის რეციდივის პროფილაქტიკა; – გენერალიზებული კანდიდოზი, მათ შორის კანდიდემია, დისემინირებული კანდი-დოზი და ინვაზიური კანდიდოზური ინფექციის სხვა ფორმები (მ.შ. მუცლის ფარის, ენდოკარდის, თვალის, სასუნთქი და საშარდე გზების ინფექციები). მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს ავადმყოფებში ავთვისებიანი წარმონაქმნებით, ინტენსიური თერაპიის განყოფილების ავადმყოფებში, ავადმყოფებში, რომლებსაც უტარდებათ ციტოსტატიური ან იმუნოსუპრესიული თერაპია, აგრეთვე კანდიდოზის განვითარების მიმართ მიდრეკილების განმაპირობებელი სხვა ფაქტორების არსებობისას.  – კრიპტოკოკოზი, კრიპტოკოკური მენინგიტის და სხვა ლოკალიზაციის (ფილტვები, კანი) ინფექციების ჩათვლით, როგორც ნორმალური იმუნური პასუხის, ასევე  შიდსით დაავადებულ ავადმყოფებში; ორგანოების გადანერგვისას რეციპიენტებში და ავადმყოფებში იმუნოდეფიციტის სხვადასხვა ფორმებით; შემანარჩუნებელი თერაპია შიდსით დაავადებულებში კრიპტოკოკური ინფექციის რეციდივების პროფილაქტიკისათვის. – სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა ავთვისებიანი წარმონაქმნების მქონე ავადმყოფებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ასეთი ინფექციების განვითარები-სადმი ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის შედეგად. – კანის მიკოზები, მათ შორის ტერფის, სხეულის, საზარდულის მიდამოს მიკოზე-ბი, ნაირფერი პიტირიაზი,  ონიქომიკოზები და კანის კანდიდოზური ინფექციები. – ღრმა ენდემური მიკოზები ავადმყოფებში ნორმალური იმუნიტეტით, კოქციდიოი-დომიკოზი, პარაკოქციდიოიდომიკოზი, სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი