რა დროს გამოიყენება სილარსილ?

სილარსილ გამოყენების ჩვენებებია:  – ღვიძლის დაზიანება ალკოჰოლიზმის დროს; – ღვიძლის ქრონიკული ინტოქსიკაციები (მათ შორის, პროფესიული) ჰალოგენირებული ნახშირწყალბადებით, მძიმე ლითონების ნაერთებით და მათი პროფილაქტიკა; – ღვიძლის წამლისმიერი დაზიანებები (კერძოდ, ზოგიერთი ფსიქოტროპული საშუალებით, ტუბერკულოსტატურებით, პერორალური კონტრაცეპტივებით, პარაცეტამოლით, ზოგიერთი ანტიბიოტიკითა და იმუნოდეპრესანტით, სანარკოზე საშუალებებით) და მათი პროფილაქტიკა; – არავირუსული ეტიოლოგიის ქრონიკული ჰეპატიტი; – ღვიძლის ციროზი (კომპლექსური თერაპიის კომპონენტის სახით); – ინფექციური და ტოქსიური ჰეპატიტის შემდგომი მდგომარეობა; – ღვიძლის დისტროფია და ცხიმოვანი ინფილტრაცია; – შემანარჩუნებელი თერაპია ღვიძლის ქრონიკული ანთებითი დაავადებების და ციროზის დროს; – ლიპიდური ცვლის დარღვევების კორექცია.  უკუჩვენება  – მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი