რა დროს გამოიყენება სინგულარი?

სინგულარის გამოყენების ჩვენებებია: სინგულარი ნაჩვენებია ასთმის მკურნალობისათვის კომპლექსური თერაპიის სახით 2-დან 5 წლამდე ასაკის იმ პაციენტებში, რომელთაც მსუბუქიდან საშუალო სიმძიმის პერსისტიული ასთმა აღენიშნება და ამ პათოლოგიის კონტროლი საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების მიღებით არასაკმარისად ხორციელდება, ასევე ამ პაციენტებში ხანმოკლე მოქმედების β-აგონისტების `აუცილებლობით გამოწვეული~ გამოყენება ასთმის საკმარის კლინიკურ კონტროლს ვერ უზრუნველყოფს.   სინგულარი, საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების დაბალი დოზების ნაცვლად, შესაძლოა, ასევე, არჩევის თერაპია იყოს 2-დან 5 წლამდე ასაკის, მსუბუქი ხარისხის სიმძიმის პერსისტიული ასთმის მქონე პაციენტებში, რომელთაც ბოლო ხანს ასთმის სერიოზული შეტევები და პერორალური კორტიკოსტეროიდების გამოყენების საჭიროება არ ჰქონია, ასევე, რომელთაც არ შეეძლოთ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით სარგებლობა.  სინგულარი ნაჩვენებია, ასევე, ასთმის პროფილაქტიკისათვის 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომელთათვისაც დომინანტური კომპონენტია ფიზიკური დატვირთვით ინდუცირებული ბრონქოსპაზმი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი