რა დროს გამოიყენება სლეზავიტი?

სლეზავიტის გამოყენების ჩვენებებია: სლეზავიტის გამოყენება რეკომენდებულია კომპლექსურ თერაპიაში  შემდეგი მდგომარეობების დროს: – ხანგრძლივი კითხვის, კომპიუტერთან მუშაობის, კონტაქტური ლინზების ტარების, ავტომობილის ხანგრძლივად  მართვის, მკვეთრი განათების ზემოქმედების შედეგად თვალების დაბინდვა და დაღლა (ასთენოპური სინდრომი, მხედველობითი დაღლილობის სინდრომი); – ჰემერალოპია (ცუდი განათების პირობებში ან მისი არ არსებობისას მხედველობითი ადაპტაციის გაუარესება); – ოფთალმოლოგიური ოპერაციების შემდეგ აღდგენითი პერიოდი; – ბადურას პერიფერიული და ცენტრალური დისტროფია (ქორიორეტინული დისტროფია); – პირველადი გლაუკომა; – კატარაქტის მკურნალობა და პროფილაქტიკა; – ბადურას ასაკობრივი ცვლილებები, დეგენერაციული პროცესები, რეფრაქციის ანომალიები; – მიოპია, აკომოდაციის დარღვევები; – რეტინოპათიების მკურნალობა და პროფილაქტიკა შაქრიანი დიაბეტით და არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში; – ქსეროფთალმია; – კერატომალაცია; – კონტაქტური ლინზების ტარებისას გართულებების პროფილაქტიკა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი