რა დროს გამოიყენება სპაზმოპრივ ფორტე?

სპაზმოპრივ ფორტეს გამოყენების ჩვენებებია: რა შემთხვევაში მიიღება სპაზმოპრივ ფორტე და გამოყენების ჩვენებები  სპაზმოპრივ ფორტე შეიცავს ფენოვერინს. ფენოვერინი სპაზმოლიზური პრეპარატია, რომელიც მოქმედებს გლუვ მუსკულატურაზე. პრეპარატი გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის (საყლაპავის, კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავისა და მსხვილი ნაწლავის), სანაღვლე სადინარებისა და ქალის სასქესო ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმების მოსახსნელად. სპაზმოპრივ ფორტე გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: – მსხვილი ნაწლავის დარღვევები: მსხვილი ნაწლავის გაღიზიანება; მსხვილი ნაწლავის მწვავე, სპასტიური ანთება. – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები: ღებინება, კუჭის წყლული, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, დიაფრაგმული თიაქარი, საყლაპავის სპაზმები, საყლაპავის ანთება (საყლაპავის პეფსიური ანთება). კუჭზე ქირურგიული ოპერაციების შემდეგ მოტორიკის დარღვევა. – გინეკოლოგიური დარღვევები: მტკივნეული მენსტრუაცია (დისმენორეა), ტკივილი და სპაზმები მენჯის არეში, მშობიარობის შემდგომი სპაზმების ჩათვლით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი