რა დროს გამოიყენება სპერექსი?

სპერექსის გამოყენების ჩვენებებია: სპერექსის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები: Ÿ Ÿშუა ყურის მწვავე ანთება, გამოწვეული შემდეგი ბაქტერიებით: Streptococcus pneumoniae, Staphylococcus spp., Streptococcus pyogenes, Haemophilus influenzae;  Ÿ ზედა სასუნთქი გზების ინფექციები: სინუსიტი, ფარინგიტი და ტონზილიტი, გამოწვეული Streptococcus pyogenes-ით (A – ჯგუფის ß- ჰემოლიზური სტრეპტოკოკი);  Ÿ ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების სტადია, არაჰოსპიტალური პნევმონია, გამოწვეული შემდეგი მიკროორგანიზმებით: Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Haemophilus influenzae;  Ÿ შარდგამომყოფი სისტემის ინფექციები, მათ შორის პიელონეფრიტი და ცისტიტი, გამოწვეული შემდეგი მიკროორგანიზმებით: Escherichia coli, Proteus mirabilis, Klebsiella spp., კოაგულაზანეგატიური სტაფილოკოკები; Ÿ გართულებების გარეშე მიმდინარე კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (მაგ., კარბუნკული, ცელულიტი, ფოლიკულიტი, ფურუნკული, იმპეტიგო, ინფიცირებული დერმატიტი, პარონიქია, პიოდერმია, ზედაპირული აბსცესი, ინფიცირებული ჭრილობა და სხვ.), გამოწვეული შემდეგი მიკროორგანიზმებით: Staphylococcus aureus და Streptococcus pyogenes.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი