რა დროს გამოიყენება სპილაქტონი?

სპილაქტონის გამოყენების ჩვენებებია: – პირველადი ალდოსტერონიზმი: მკურნალობის ხანმოკლე, წინასაოპერაციო კურსისთვის; ხანგრძლივი გამოყენებისთვის არაოპერაბელურობის ან ავადმყოფის მიერ ოპერაციაზე უარის თქმის შემთხვევაში;  – შეშუპებითი სინდრომი, გამოწვეული გულის ქრონიკული უკმარისობით (გამოიყენება როგორც მონოთერაპია, ასევე კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში); – ღვიძლის ციროზი, რომელსაც ახლავს ასციტი და/ან შეშუპება; – ნეფროზული სინდრომი ძირითადი დაავადების მკურნალობის, დიურეტიკების გამოყენების და საკვებში მარილის მოხმარების შეზღუდვის არაეფექტურობის შემთხვევაში;  – ესენციური ჰიპერტენზია (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში); – ჰიპოკალიემია, როდესაც არ შეიძლება სხვა მკურნალობის გამოყენება; – პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის დიაგნოზის დადგენა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი